სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ეზოს მცენარეები.

პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით: ბავშვებმა უნდა მოიძიონ, მოიტანონ და ხკოლის ეზოში უნდა დარგონ ცხვადასხვა ჯიშის  მცენარეები.

პროექტის აქტუალობა: შეძლონ მოსწავლეებმა ეზოს მცენარეების უკეთ გაცნობა. ისწავლონ მცენარეების მოვლა პატრონობა და მოფრთხილება.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ეზოს მცენარეებზე ინფორმაციის  შეგროვება, მათი შესწავლა და დახასიათება.
მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მცენარეებს ზრდა განვითარებისთვის გარკვეული პირობები (წყალი, სითბო, სინათლე, ნიადაგი) სჭირდება.
მოსწავლეებმა შეძლონ წიწვიანი და ფოთლოვანი ხეების შედარება და მარტივად დახასიათება.

მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 9 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: 
1. ისწავლონ მცენარეების მოვლის წესები.
2. როგორ გაუფრთხილდნენ და მოუარონ მათ.
3. ისწავლიან ინფორმაციის შეგროვებას და დახარისხებას.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასწავლებელი, მოსწავლეები, ნერგები, სამუშაო იარაღები, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვყოფ ორ  ჯგუფად. თითეულ  ჯგუფს  მოაქვს ნერგები. რგავენ მისთვის განკუთვნილ ადგილას. ორივე ჯგუფი აკეთებს მოკლე ჩანაწერებს მათი ზრდისა და განვითარებისშესახებ. შემდეგ კი ჯგუფები უზიარებენ ერთმანეთს  დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნება 2–10. მოსწავლე აღწერს მცენარეების მნიშვნელობას ადამიანისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე;
ოჯახსა და სკოლაში უვლის მცენარეებს და თავის გამოცდილებას უზიარებენ თანაკლასელებს.

პროექტის ხელმძღვანელი: რ. ხუხუნაიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rxuxunaishvili@gmail.com